რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა კიევზე

გამთენიისას ს სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე.
ს მერის, ვიტალი კლიჩკოს წინასწარი მონაცემებით, დაშავდა ოთხი ადამიანი. კლიჩკოს თანახმად, სვიატოშინსკის რაიონში რაკეტების ნამსხვრევები დაეცა საბავშვო ბაღის შენობას და სახლს. შევჩენკოს რაიონში ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ კორპუსში. ხანძარი გაჩნდა პოდოლსკის რაიონშიც, სადაც რაკეტების ნამსხვრევებმა დააზიანა სახლი და საწარმო.
თავდასხმის საფრთხის გამო უკრაინის მთელი ტერიტორია საჰაერო განგაშმა დღეს, 21 მარტს ადგილობრივი დროით 04:00 საათისთვის მოიცვა. ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.
05:00 საათისთვის უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევის მიმართულებით გაუშვეს აერობალისტიკური რაკეტები „კინჟალი“. მალევე კიევში პირველი აფეთქება მოხდა.
განახლება. ადგილობრივი დროით 08:23 საათზე კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ტელეგრამზე დაწერა, რომ დაშავებულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან” დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს