რუსეთმა „სააღდგომო ზავი” ამოწურა და უკრაინას რაკეტებით და დრონებით შეუტია

რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ გამოცხადებული „სააღდგომო ზავის” ამოწურვის შემდეგ, 21 აპრილს გამთენიისას უკრაინის სხვადასხვა რეგიონში განგაში გამოცხადდა ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტების და დრონების შესვლის გამო.
უკრაინის საჰაერო ძალები და მონიტორინგის არხები სულ მცირე ორი რაკეტისა და ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატის შესახებ იუწყებოდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების და მედიის ინფორმაციით, აფეთქებები იყო ნიკოლაევში, ხერსონსა და ჩერკასში. საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედებულია კიევის ოლქშიც.
შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 19 აპრილის საღამოდან გამოაცხადა „სააღდგომო ზავი”, რომლის მოქმედების ვადა 21 აპრილის დადგომისთანავე ამოიწურა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 აპრილს განაცხადა, რომ თუ საბრძოლო მოქმედებები მართლაც შეწყდება, ვადის ამოწურვის შემდეგ ზავის გაგრძელებას სთავაზობენ.
გასულ ღამით პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა „სააღდგომო ზავი” 2935-ჯერ დაარღვია. ზელენსკის თანახმად, ფრონტის ხაზზე რუსეთის მხრიდან იყო 96 შტურმი, უკრაინელი სამხედროების პოზიციები 1882-ჯერ დაიცხრილა და დაახლოებით 950-ჯერ გამოიყენეს FPV-დრონები.
რუსეთმა ცეცხლის დროებით შეყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 20 აპრილს ირწმუნებოდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები 444-ჯერ დაცხრილეს და დრონებით 900 დარტყმა განახორციელეს.
მხარეთა მიერ გავრცელებული მონაცემები დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურებული არ არის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – ყველა წამყვანი პოლიტიკური ლიდერი განსასჯელის სკამზეა, არავინ ვიცით რაში გვედება ბრალი – დავაყენებთ შუამდგომლობას სხდომის გახსნაზე, იმედია, მოსამართლეს ირაციონალური ბრაზი გადაუვლის

ევროკავშირმა რუსეთში პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოებში მონაწილეობის გამო მოსამართლეებს, პროკურორს, გამომძიებელს, ასევე, სასჯელაღსრულების კოლონიებისა და იზოლატორების ხელმძღვანელებს სანქციები დაუწესა

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმის მოსამართლეზე – ეს ქალბატონი უცნობი ექსპერტი იყო, რომელსაც „ოცნების“ ყველა მავნებლობა „გაპრავებული“ აქვს – რაც შეეხება პროცესის დახურვას, ყველა იცინოდა და მეც ვიცინოდი, შეუძლებელია არ გაგეცინოს იმაზე, რაც დარბაზში ხდება