რუსეთმა საავიაციო შეტევა მიიტანა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე

სულ მცირე ცხრა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე ს საავიაციო შეტევის შედეგად. ზაპოროჟიეს ოლქის პოლიციის წინასწარი მონაცემებით, გასულ ღამით ექვსი დარტყმა განხორციელდა სავარაუდოდ, კორექტირებადი ავიაბომბებით.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ 23 სექტემბერს, შუაღამის შემდეგ გამოქვეყნებული ცნობით, დანგრეულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები. კონკრეტულად რომელი ობიექტები, ადგილობრივი ხელისუფლება ჯერჯერობით არაფერს იუწყება.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მობინადრეები გაიყვანეს აფეთქების ტალღით დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსებიდან.
უკრაინის სამხრეთში მდებარე ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. რუსულმა არმიამ ეს ტერიტორია ში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, 2022 წლის გაზაფხულზე დაიკავა. მათ შორის ევროპაში უდიდესი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც ქალაქ ენერგოდართან მდებარეობს. ოლქის ნაწილს, მათ შორის ადმინისტრაციულ ცენტრს, ქალაქ ზაპოროჟიეს ისევ უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ბაქრაძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებს გააცნობს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური განვითარების და სხვა მრავალი მიმართულებით

თინა ბოკუჩავა – არჩევნებში გამარჯვებისთანავე, ჩამოვწერთ საპენსიო სესხებს, პენსია გაიზრდება 1000 ლარამდე და მოხდება მედიკამენტების სუბსიდირება – ამ ყველაფრისთვის გვაქვს ერთი შანსი და ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნები