რუსეთმა საავიაციო შეტევა მიიტანა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე

სულ მცირე ცხრა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის საავიაციო შეტევის შედეგად. ზაპოროჟიეს ოლქის პოლიციის წინასწარი მონაცემებით, გასულ ღამით ექვსი დარტყმა განხორციელდა სავარაუდოდ, კორექტირებადი ავიაბომბებით.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ 23 სექტემბერს, შუაღამის შემდეგ გამოქვეყნებული ცნობით, დანგრეულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები. კონკრეტულად რომელი ობიექტები, ადგილობრივი ხელისუფლება ჯერჯერობით არაფერს იუწყება.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მობინადრეები გაიყვანეს აფეთქების ტალღით დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსებიდან.
უკრაინის სამხრეთში მდებარე ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. რუსულმა არმიამ ეს ტერიტორია უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, 2022 წლის გაზაფხულზე დაიკავა. მათ შორის ევროპაში უდიდესი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც ქალაქ ენერგოდართან მდებარეობს. ოლქის ნაწილს, მათ შორის ადმინისტრაციულ ცენტრს, ქალაქ ზაპოროჟიეს ისევ უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?