რუსეთმა რაკეტებით შეუტია კიევს და კიევის ოლქს

უკრაინის დედაქალაქ კიევსა და ს ოლქში თითქმის ორ საათს გაგრძელდა ს სარაკეტო შეტევის გამო დილის 9 საათისთვის გამოცხადებული საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, 79-დღიანი პაუზის შემდეგ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განაახლეს კიევზე ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმა სტრატეგიული ავიაციის Ту-95МС ტიპის თვითმფრინავებიდან. ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ კიევზე იერიში მიიტანა რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსის რაიონიდან.
საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის თანახმად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული რაკეტები კიევთან მიახლოებამდე ჩამოყარეს. კიევის ოლქში რუსული რაკეტების ნამსხვრევებით დაზიანებულია კერძო სახლები. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.
უკრაინის საჰაერო ძალების წინასწარი მონაცემებით, დღეს დილით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა თავდასხმისთვის გამოიყენეს 19 ფრთოსანი რაკეტა, რომელთაგან 14 გაანადგურეს კიევის და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.
სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა დნეპროპეტროვსკის ოლქში. პავლოგრადის რაიონში დაიღუპა სულ მცირე 1 ადამიანი და 4 დაიჭრა. დაზიანებულია 20-ზე მეტი სახლი.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – საზღვრის უკანონო კვეთაზე 4 წლის და 6 თვის პატიმრობის მისჯა და თანაც არსებულ ვადაზე ზემოდან დამატება არის მართლაც უპრეცედენტო – ეს არის იურიდიული აბსურდი და პოლიტიკურად შეკერილი საქმე თავიდან ბოლომდე

ბექა ბასილაია – მძიმე სასჯელი ნაკლებად მძიმე სასჯელს შთანთქავს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ სასჯელის შეკრებითობა მოხდეს – რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მოსამართლეს მკაფიო განმარტება არ გაუკეთებია