რუსეთმა პირველად დაასახელა არმიაში კონტრაქტით მომსახურე სამხედროების რაოდენობა – სულ მცირე 640 ათასი

ს სამხედრო უწყებამ, ში გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან პირველად გაასაჯაროვა არმიაში კონტრაქტით მომსახურე („კონტრატნიკი“) პირადი შემადგენლობის რაოდენობა, რომელიც 640 ათასზე მეტია.
ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი „ერ-ბე-კა“ (РБК) რუსეთის სამხედრო უწყების მიერ გავრცელებულ ანგარიშზე, „არმია ციფრებში-2023 წელი“, დაყრდნობით იუწყება.
14 დეკემბერს, მოსახლეობასთან პირდაპირი ხაზის დროს, მობილიზაციის ახალი ტალღის შესახებ დასმულ შეკითხვაზე, ვლადიმერ პუტინმა, უპასუხა, რომ ახალი მობილიზაცია საჭირო არ არის, რადგან ომისთვის მოხალისეებად 486,000 ადამიანი იქნა მობილიზებული და
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ამჟამად ფრონტზე მობილიზებულია 244 ათასი მოხალისე, ხოლო უკრაინაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფება 617 ათასს შეადგენს. “აბა, რაში გვჭირდება მობილიზაცია?”- იკითხა რუსეთის პრეზიდენტმა.
მიმდინარე წლის 1 დეკემბერს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის არმიის რეგულარული სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის 170 ათასი ადამიანით გაზრდის შესახებ. განკარგულების თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა შეადგენს 2209130 ადამიანს, მათ შორის მილიონ 320 ათასი სამხედრო მოსამსახურეა. თავდაცვის სამინისტრომ მაშინ ამტკიცებდა, რომ არ იყო დაგეგმილი ახალი მობილიზაციის განხორციელება, ასევე გაწვევის მნიშვნელოვნად გაზრდა. თავდაცვის სამინისტრო ცნობით, ჯარის ზომა გაიზრდება “მოქალაქეების ხარჯზე, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, გაიარონ სამხედრო სამსახური ხელშეკრულების საფუძველზე”.
ამასთან იზრდება რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგიც.
რუსეთის სამხედროების დანაკარგი უკრაინაში 2023 წელს ერთ-ნახევარჯერ მეტია, ვიდრე 2022 წელს. დაღუპულთა რიცხვმა 80 ათასს მიაღწია.
დეკემბრის ბოლოს ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბი-ბი-სის რუსული სამსახურის ჟურნალისტები დაღუპულთა სიების საფუძველზე, რომელსაც რედაქცია ღია წყაროების მეშვეობით აწარმოებს. ბი-ბი-სისა და “მედიაზონის” ჟურნალისტები მოხალისეთა ჯგუფთან ერთად, თვალს ადევნებენ რეგიონული ადმინისტრაციების, ნათესავებისა და მეგობრების ცნობებს, ასევე საჯარო რეესტრების ინფორმაციას სამხედროების დაღუპვის შესახებ.

დეკემბრის ბოლოსთვის მათ შეძლეს უკრაინაში შეჭრიდან მთელი ამ ხნის მანძილზე დაღუპული 40 ათასზე მეტი რუსის სახელისა და გვარის დადგენა. არხის შეფასებით, დაღუპულთა რეალური რიცხვი შეიძლება, სულ მცირე, ორჯერ მეტი იყოს.

ასევე დაგაინტერესებთ