რუსეთმა ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობა დაიწყო – Bellingcat

რუსეთმა ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობა დაიწყო – Bellingcat
საგამოძიებო გამოცემა Bellingcat-ის ინფორმაციით, რუსეთმა ოკუპირებული ს ზღვისპირა ქალაქ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის მშენებლობა დაიწყო.
Bellingcat-ის მიერ შესწავლილ სატელიტურ გამოსახულებებზე დაყრდნობით, სამშენებლო აქტივობა 2024 წლის დასაწყისიდან დაჩქარებულია, მათ შორის, შეინიშნება რამდენიმე ახალი კონსტრუქცია.
ბოლო მონაცემებით, ოჩამჩირის ბაზაზე რამდენიმე ახალი საძირკველი აშენდა, სავარაუდო სამშენებლო პროცესებისთვის რამდენიმე ტერიტორიული ერთეული გაიწმინდა და შეიქმნა ახალი პერიმეტრი, რომელიც ბაზის არეს მნიშვნელოვნად გაზრდის. პორტის აღმოსავლეთით, სადაც რკინიგზის ლიანდაგი სამხედრო ბაზაზე გაივლის, დაახლოებით 36,000 კვადრატული მეტრის სიდიდის ტერიტორია გასუფთავდა. შემჩნეულია დიდი ზომის ბეტონის საძირკველიც (100 x 40 მეტრი), რომელიც ბოლო რამდენიმე კვირაა, შენდება.
ექსპერტების თქმით, ბაზა სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან ის უსაფრთხო თავშესაფარი იქნებოდა რუსული ფლოტისთვის, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან ხშირადაა უკრაინული დრონების თავდასხმის სამიზნე.
“თუ რუსეთი ოჩამჩირეს ზე თავდასხმისთვის გამოიყენებდა ან უკრაინა გადაწყვეტდა, რომ რუსულ ფლოტს სწორედ იქ დასხმოდა თავს, ეს საქართველოს ომში მონაწილე მხარედ გადააქცევდა” – თქვა ნათია სესკურიამ, Royal United Services Institute-ის ასოცირებულმა მკვლევარმა.
რუსეთს ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. უცნობია, თუ რა შეიძლება იყოს რუსეთის გრძელვადიანი მიზნები ბაზის მშენებლობისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ