რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუმცირა

რუსულმა მხარემ ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუმცირა, იტყობინება კომპანია „ჩერნომორენერგო“.
„1 თებერვლიდან რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის მიწოდების მოცულობის შემცირების გამო, „ჩერნომორენერგო“ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე გრაფიკს აწესებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს აბონენტებს შუქს ორჯერ, ორ-ორი საათით გაუთიშავენ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში „სოციალური ნაკადის“ ფარგლებში დაიწყო რუსული ელექტროენერგიის უფასო მიწოდება. თუმცა აფხაზურმა მხარემ შეტყობინება მიიღო, რომ მიწოდება „სრული მასშტაბით ვერ მოხდება რიგი ტექნიკური მიზეზების გამო“.
აფხაზური მხარე იძულებულია, რუსეთიდან მიიღოს ელექტროენერგია, ენგურჰესის ჯვრის წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს