რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს 1-ელი სექტემბრიდან დაფინანსება შეუწყვიტა – „დემოკრატიის კვლევის ცენტრი“

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს 1-ელი სექტემბრიდან დაფინანსება შეუწყვიტა, – ინფორმაციას „დემოკრატიის კვლევის ცენტრი“ აქვეყნებს.
„დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, 2008 წლიდან 2023 წლამდე, ს დე ფაქტო ხელისუფლებამ სგან 110 მილიარდზე მეტი რუბლი მიიღო. რუსული სუბსიდიები აფხაზეთის ბიუჯეტის უდიდეს ნაწილს შეადგენს, რაც რუსეთის ხელში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაზე ზემოქმედების მნიშვნელოვანი ბერკეტია. ის, რომ ფინანსური „დახმარება“ უანგარო არაა, ბოლოდროინდელმა მოვლენებმაც დაადასტურა. რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები გამწვავებულია. უკმაყოფილება ძირითადად ბიჭვინთის აგარაკის საქმეს და „აპარტამენტების“კანონპროექტთან დაკავშირებულ აფხაზურ წინააღმდეგობას უკავშირდება.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან რუსეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობამ სანქციების დაწესება გამოიწვია. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ 3 სექტემბერს აფხაზეთის ინფო ცენტრის ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ 1-ელი სექტემბრიდან „აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა და გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა“. შამბას თქმით, რუსეთი აფხაზეთის ხელისუფლებას დიდი ხნის განმავლობაში აფრთხილებდა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან „სანქციების“ საშიშროება არსებობდა.
„1-ელი სექტემბრიდან მათი [სანქციების] განხორციელება უკვე დაიწყეს. მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რაც ეხება ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვას. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. ასევე, კითხვები არსებობს ელექტროენერგიის ფასებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, კომერციული ფასის გადახდა მოგვიწევს.“- განაცხადა შამბამ.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც გააკეთა: „რუსეთის მხრიდან აფხაზეთში სოციალური გადასახადების შეჩერება არ არის ურთიერთობების გამწვავება და ასოცირდება ორი ქვეყნის მთავრობების მიერ აღებული ვალდებულებების შენარჩუნების აუცილებლობასთან.“ მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის არსებობს ორმხრივი ხელშეკრულების პაკეტი, რომელსაც თავისი ვალდებულებები გააჩნია. ლავროვმა აქცენტი გააკეთა ორმხრივი ვალდებულებების ბალანსის შენარჩუნებაზე და თქვა, რომ აფხაზებს ყველაფერი კარგად ესმით.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, აფხაზურ ოპოზიციურ ტელეგრამ არხებში გავრცელდა მოსკოვში გამართული შეხვედრის ოქმი, რომელშიც აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკი მონაწილეობდნენ. დოკუმენტში, რომლის ავთენტურობა მხარეებმა არ დაადასტურეს, თუმცა მისი არსებობა არ უარყვეს, ნათქვამია, რომ რუსეთი აპირებს აფხაზეთში სოციალური პროგრამების დაფინანსების შეჩერებას. დაფინანსების გაგრძელებისთვის, აფხაზეთმა, შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას:
· ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება;
· რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების შესრულების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა;
· რუსი ინვესტორებისთვის შეზღუდვების მოხსნა კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე(აპარტამენტების კანონპროექტის მიღება).
ოქმში ასევე საუბარია იმ აფხაზ მაღალჩინოსნებთან ურთიერთობის გაწყვეტაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ ვალდებულებების შესრულებას. კითხვაზე, არსებობს თუ არა დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. ოპოზიციონერებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობა, შამბამ აღნიშნა, რომ მსგავსი სანქციების პრაქტიკა უკვე არსებობს. შამბამ მაგალითად მოიყვანა სამხრეთ ოსეთში ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება რუსეთის ფედერაციის პრეროგატივაა. შამბამ გამორიცხა ამ საკითხში აფხაზეთის მხრიდან ჩარევის შანსი.
სოციალურ ქსელებში აფხაზი მომხმარებლები სანქციების დაწესების გამო აღშფოთებულები არიან.ბევრი მათგანი გაურკვევლობაშია და ღიად აკრიტიკებს ე.წ. ხელისუფლებას. ზოგი კითხვის ნიშნის ქვეშაყენებს რუსეთთან პარტნიორობასაც კი. კომენტარების დიდ ნაწილში ასევე ფიგურირებს ე.წ.ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა. მომხმარებლები წუხან, რომ არავინ არ იცავს „ქვეყნის“ დამოსახლეობის ინტერესებს“, – ნათქვამია „დემოკრატიის კვლევის ცენტრის“ ინფორმაციაში.