რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებული ყირიმის თავზე, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავ Ан-26-თან კავშირი დაკარგეს.
“დაახლოებით, 18:00 საათზე, ყირიმის ნახევარკუნძულზე, დაგეგმილი ფრენის დროს, სამხედრო თვითმფრინავთან კავშირი გაწყდა”. – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია, რა ბედი ეწიათ ეკიპაჟის წევრებს. მათივე ცნობით, თვითმფრინავი არ დაზიანებულა – სავარაუდო შემთხვევის ადგილზე კი სამაშველო ჯგუფები გააგზავნეს.
რუსეთის საჰაერო ძალებთან დაახლოებული ტელეგრამ არხის, Fighterbomber-ის ცნობით, თვითმფრინავზე 30 სამხედრო პირი იმყოფებოდა.
აქამდე, რამდენიმე საათით ადრე, რუსი სამხედრო ბლოგერები წერდნენ, რომ დაკარგეს ავიაგამანადგურებელი Су-34-იც.