რუსეთმა ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა

რუსეთმა 10 ივლისს იერიში მიიტანა ინფრასტრუქტურულ სამიზნეებზე უკრაინის შავი ზღვის პორტ ოდესაში და კიდევ შვიდ რეგიონში – აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს სამი რაკეტა ხუთიდან და 14 დრონი 20-დან, რომლებიც რუსეთმა გაუშვა ოდესის, ნიკოლაევის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკის, ჩერკასის, ვინიცისა და რივნეს რეგიონებისკენ – წერს უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლა ოლეშჩუკი ტელეგრამით.
ოდესის პორტის თავზე ჩამოაგდეს სამი ფრთოსანი რაკეტა და სამი დრონი – დასძენს ოლეშჩუკი.
ოდესა, რომელიც მნიშვნელოვანი ადგილია უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისთვის, ხშირად ხდება ს თავდასხმების სამიზნე.