რუსეთმა ოდესის ოლქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყა, არის მსხვერპლი

რუსეთმა ოდესის ოლქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყა, არის მსხვერპლი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა დარტყმა დრონების გამოყენებით განახორციელეს, რის შედეგადაც, 2 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა.
რუსული ძალების თავდასხმის შედეგად ოდესის ოლქში 5 სატვირთო მანქანა განადგურდა.
ასევე, უკრაინული მედიის ინფორმაციით, გუშინ საღამოს რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს შეუტიეს, რის შედეგად, 2 ადამიანი გარდაიცვალა და 7 დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, როგორც იქნა მოხდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში პრეზიდენტის ინსტიტუციის მოქცევა. როგორც მოგეხსნებათ, ჩემმა წინამორბედმა განსხვავებული გზა აირჩია

ნიკა გვარამია – დღეს ორი უზუსტესი და უმწარესი დარტყმა მიიღო “ქართულმა ოცნებამ”, მისთვის ყველაზე მტკივნეულ წერტილებში: ფული და რუსული კავშირები – მთავარია, ეს ყველაფერი ამავე ტემპით და ასეთივე სწორხაზოვნებით გაგრძელდეს