რუსეთმა ოდესას დრონებით შეუტია, არიან დაშავებულები

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესის ოლქს დრონებით შეუტიეს, არიან დაშავებულები, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსმა ტერორისტებმა ოდესის ოლქში მასიური თავდასხმა განახორციელეს. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და არიან დაშავებულები. დაზიანდა კერძო საცხოვრებელი კორპუსები, რამდენიმეში კი ხანძარი გაჩნდა“, – აცხადებს კიპერი.
მისივე ინფორმაციით, დაზიანდა ოდესის ერთ-ერთი უძველესი სკოლა. გარდა ამისა, ნამსხვრევების შედეგად დაზიანდა გაზის მილი.
ადგილობრივი „ტელეგრამ“ არხები იუწყებიან, რომ ამჟამად ცნობილია ცხრა ადგილის შესახებ, სადაც თავდასხმის შედეგები დაფიქსირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაში საბოლოო შესწორებები შევიდა – დოკუმენტს კენჭს 9 ივლისს უყრიან – Netgazeti • ევროპარლამენტი • თვითმმართველობის არჩევნები • მზია ამაღლობელი • რასა იუკნევიჩიანე • Netgazeti.ge