რუსეთმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანა უკრაინის ენერგოობიექტებზე

რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ენერგეტიკის და გაზის ინფრასტრუქტურაზე. ამის შესახებ დღეს, 7 მარტს დილით განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ.
მინისტრის ინფორმაციით, უკრაინის სხვადასხვა რეგიონში დაზიანებულია ელექტროენერგიით და გაზით მომარაგების ობიექტები. გალუშჩენკოს კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებია.
მისი განცხადებით, იქ, სადაც შესაძლებელია, მაშველები და ენერგეტიკოსები მუშაობენ შედეგების ლიკვიდაციისთვის. მინისტრის თანახმად, ყველა ზომას მიმართავენ ელექტროენერგიით და გაზით მომარაგების სტაბილიზაციისთვის.
რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე დაიწყო. ში შექმნილი ენერგოკრიზისი განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში მწვავდება.
უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო, 2024 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა ს შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.