კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დილის შვიდი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, კიევში დაშავდა 18 ადამიანი. დაზიანებულია სახლები, საბავშვო ბაღი, კიევის საავიაციო ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელი და სხვა შენობები. გაჩნდა ხანძრები.
კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ვიშგოროდის რაიონში ერთი ადამიანი დაიჭრა, დაზიანებულია სახლები.
აფეთქებები იყო ქალაქ ოდესაშიც, სადაც სულ მცირე 5 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ოდესაში დაზიანებულია სახლები, ინკლუზიური ცენტრი, სკოლამდელი დაწესებულება და სხვა შენობები.
შეტევა იყო ზაპოროჟიეს ოლქზეც. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია მრავალსართულიანი სახლისა და საერთო საცხოვრებლის დაზიანების და რამდენიმე საწარმოში ხანძრების შესახებ იუწყება.
ფორუმი
