რუსეთმა კონრად ადენაუერის ფონდი “არასასურველ ორგანიზაციად” გამოაცხადა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ 5 აგვისტოს კონრად ადენაუერის სახელობის გერმანული ფონდის საქმიანობა რუსესის ტერიტორიაზე “არასასურველად” გამოაცხადა.
პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდი, რომელიც მისი თქმით, დაკავებულია ლიბერალური დემოკრატიისა და სოციალური საბაზრო ეკონომიკის წინ წამოწევით, “ავრცელებს მასალებს, რომლებიც დისკრედიტაციას უწევს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასა და მის საშინაო და საგარეო პოლიტიკას… და გარდა ამისა,გაერთიანება აქტიურად ატარებს არამეგობრული სახელმწიფოების პოლიტიკას სპეციალური სამხედრო ოპერაციების თემაზე.”
“არასასურველი ორგანიზაციის” კანონი, რომელიც 2015 წელს იქნა მიღებული, მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წინააღმდეგ, რომლებიც დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებენ.
რუსი ოფიციალური პირები ამ “სტატუსს”, რომელიც 2021 წელს გაფართოვდა, ათობით უცხოური ორგანიზაციის წინააღმდეგ იყენებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს