რუსეთმა კირილო ბუდანოვზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი განყოფილების მეთაურ კირილო ბუდანოვზე ძებნა გამოაცხადა. შესაბამისი ინფორმაცია უწყების ბაზაში განთავსდა.
როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც, ბაზაში არ არის მითითებული, თუ რომელი კრიმინალური აქტივობისთვის ეძებენ უკრაინელ სამხედროს.
ს ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა ოქტომბერში განაცხადა, რომ ტერაქტების ორგანიზებისთვის, დაუსწრებლად, 4 უკრაინელ მხედართმთავარს, მათ შორის ბუდანოვს, გამოუტანს ბრალდებებს.