რუსეთმა კიევს რაკეტებით შეუტია

რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე. არიან დაშავებულები. თავდასხმის გამო საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით 4:15 საათზე გამოცხადდა. ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა. უკრაინის საჰაერო ძალების წინასწარი მონაცემებით, განადგურებულია 8 რაკეტა.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოგერიებული რაკეტების ნამსხვრევები დარნიცკის და გოლოსივსკის რაიონებში ჩამოცვივდა. წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია რამდენიმე შენობა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დარნიცკის რაიონში დაშავდა 4 ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი – ვაღიარებ, რომ 14-დღიანი ვადა უკიდურესად მოკლე დროა, ამიტომ ორი კვირის განმავლობაში დილის 05:00 საათზე ვიღვიძებდი – ანგარიშის წერა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე დაიწყო