რუსეთმა კიევს დაარტყა, დაიღუპა 3 ადამიანი და 6 დაშავდა

რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დნეპროვსკის რაიონში, სადაც დრონმა 12-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყა, ხანძარი გაჩნდა.
ასევე პეჩერსკის რაიონში, სადაც დრონმა 24-სართულიან არასაცხოვრებელ შენობას დაარტყა, 23-ე და 24-ე სართულები დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსული MiG-31K-ის აფრენის გამო, უკრაინაში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია