რუსეთმა კიევს დაარტყა – არიან დაშავებულები

რუსეთმა კიევს დაარტყა -უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპანტების თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
„დედაქალაქში უკვე ხუთი დაშავებულია. ოთხი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი“.- განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.
უკრაინული მედია იუწყება, რომ კიევის ოლქის ქალაქ ვიშგოროდში მრავალსართულიანი შენობა, ხოლო ბორისპოლის რაიონში საწარმოო ობიექტი და ორი ავტომობილი დაზიანდა.
კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია იტყობინებოდა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები სამიზნეებზე მუშაობდნენ.
„საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატი დაფიქსირდა. საჰაერო თავდაცვის ძალები აქტიურ რეჟიმში არიან. დარჩით თავშესაფრებში საჰაერო თავდასხმის განგაშის დასრულებამდე. უზრუნველყავით თქვენი უსაფრთხოება.“

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო