რუსეთმა კიევსა და ხარკოვზე მასიური შეტევა განახორციელა, არის მსხვერპლი

რუსეთმა კიევსა და ხარკოვზე მასიური შეტევა განახორციელა, არის მსხვერპლი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქების ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ ქალაქის საცხოვრებელ უბნებში რუსების მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ს მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით კი, კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. დედაქალაქის 5 რაიონში რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა კიევის მიმართულებით ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალი“ გაუშვეს.
ამ დროისთვის კიევის მოსახლეობას ელექტროენერგია და წყალმომარაგება შეზღუდვით მიეწოდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით

შალვა პაპუაშვილი – ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც – ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს

ირაკლი ზარქუა – რა სიგიჟეა, ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?! – თვითონ მეუღლე გამოვიდეს და თქვას, რა და როგორ იყო – ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა, კარგი საქციელია მისი მხრიდან, დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს