რუსეთმა კიევის დასაბომბად ხუთი ჰიპერბგერითი რაკეტა გამოიყენა, ამბობს უკრაინის მთავრობა

2024 წლის პირველ სამ თვეში, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა ს დასაბომბად 5 ჰიპერბგერითი რაკეტა „ცირკონი“ გამოიყენა. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ამ პერიოდში, სულ რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო იერიშების 180-ზე მეტი სერია მოაწყო. ეს რაოდენობა მოიცავს, როგორ საჰაერო სარაკეტო იერიშებს, ასევე დრონებით თავდასხმებს.
კრემლი ირწმუნება, რომ მისი ჰიპერბგერით იარაღს ხმის სიჩქარეზე 9-ჯერ მეტი სისწრაფით მოძრაობა შეუძლია. თუმცა, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ასეთი ტიპის რაკეტების ეფექტურობა, გარკვეულ შემთხვევებში, მცირდება. დაკვირვება აჩვენებს, რომ ს ჰიპერბგერით რაკეტებს, ამერიკული “პატრიოტის” სისტემები წარმატებით უმკლავდება. კიევმა, ამერიკული საჰაერო იარაღის დახმარებით, რუსული იერიშების მოგერიება არაერთხელ შეძლო.
იმას, რომ რუსეთი ში ომის განმავლობაში „ცირკონის“ რაკეტებს იყენებს, ადასტურებს ვლადიმირ პუტინიც. რუსეთის პრეზიდენტმა 29 თებერვალს თქვა, რომ უკრაინაში ჰიპერბგერითი იარაღი გამოიყენეს, თუმცა პუტინს არ დაუკონკრეტებია, რა იყო რაკეტების სამიზნე.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წლის პირველ სამ თვეში, კიევზე იერიშებისთვის რუსეთმა ასევე გამოიყენა ექვსი სხვა ტიპის რაკეტა.
უკრაინის ხელისუფლების მიერ გასაჯაროებულ მონაცემებთან დაკავშირებით კრემლში ამ დრომდე კომენტარი არ გაკეთებულა. კიევი კი ამბობს, რომ რუსეთის მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ობიექტები და სამოქალაქო შენობები იყო.
სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ უკრაინაში ომის განმავლობაში, რუსეთმა არაერთხელ სცადა საჰერო იერიშები მიეტანა კიევში არსებულ პოლიტიკურ და სამხედრო დაწესებულებებზე, თუმცა იერიშების მოგერიება მოხერხდა.