რუსეთმა კიევის ბავშვთა საავადმყოფო და რამდენიმე ქალაქი დაბომბა, დაღუპულია 29 ადამიანი

ორშაბათს, რუსეთმა ზე მორიგი საჰაერო შეტევა განახორციელა. სარაკეტო თავდასხმა რამდენიმე ქალაქზე ერთდროულად მიმდინარეობდა. შედეგად, მოკლულია 29 ადამიანი. მძიმე სიტუაციაა კიევშიც, სადაც რუსეთმა საბავშვო საავადმყოფო დაბომბა. უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, ეს ბოლო თვეების განმავლობაში, ყველაზე სისხლიანი თავდასხმა იყო.
საავადმყოფოს ნანგრევებისგან გასაწმენდად ასობით ადამიანი მივიდა ქალაქის ცენტრში. გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოს ნანგრევებში, შესაძლოა, პაციენტებიც იყვნენ მოყოლილები.
“საშინელება იყო. ვერ ვსუნთქავდი, ვცდილობდი [ჩემს შვილს] გადავფარებოდი. ვცდილობდი ქსოვილით დამეფარა, რომ სუნთქვა შეძლებოდა”, – უთხრა საინფორმაციო სააგენტო “როიტერს” 33 წლის სვიტლანა კრავჩენკომ.
უკრაინის პრეზიდენტმა, მ თქვა, რომ რუსეთმა 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა უკრაინის მიმართულებით, რამაც დააზიანა საცხოვრებელი და კომერციული შენობები, ინფრასტრუქტურა კიევში, ასევე მის მშობლიურ ქალაქ კრივი რიჰში, ცენტრალურ ქალაქ დნიპროსა და აღმოსავლეთის ორ ქალაქში.
კიევზე თავდასხმების შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა და 35 დაიჭრა. დაახლოებით ორი საათის შემდეგ, კიდევ ერთი სარაკეტო თავდასხმით გამოწვეული ნამსხვრევები მოხვდა ს კიდევ ერთ საავადმყოფოს, რის შედეგადაც დაიღუპა 4 და დაშავდა 3 ადამიანი.
სასწრაფო დახმარების სამსახურმა განაცხადა, რომ კრივი რიჰში 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა. 3 ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთით ქალაქ პოკროვსკში, სადაც რაკეტებმა სამრეწველო ობიექტს დაარტყეს, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა. ოფიციალური პირების თქმით, 1 ადამიანი დაიღუპა ქალაქ დნიპროშიც.
“მთელმა მსოფლიომ უნდა იმოქმედოს რაც შეიძლება გადამწყვეტად, რათა ბოლო მოეღოს ს საჰაერო თავდასხმებს. მკვლელობა – ეს არის ის, რაც პუტინს მოაქვს. მხოლოდ ერთად შეგვიძლია მივაღწიოთ ნამდვილ მშვიდობასა და უსაფრთხოებას”, – დაწერა ზელენსკიმ “ტელეგრამზე”.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო გუტერეში – მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოიცვა – მშვიდობის, კანონის და სამართლის დროა

კახა კალაძე – უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები – ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, მაშინვე გამოაპანღურებდნენ

მამუკა მდინარაძე – საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას