რუსეთმა კიევზე კომბინირებული საჰაერო თავდასხმა განახორციელა

რუსეთმა, უკრაინის დედაქალაქ კიევზე, გასულ ღამეს სარაკეტო და დრონებით თავდასხმა განახორციელა. მოსახლეობა თავს მეტროს სადგურებს აფარებდა.
ს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰიი პოპკომ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა რამდენიმე ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, ასევე ათამდე დრონი გაანადგურა.
უკრაინის სამხედრო ოფიციალური პირების განცხადებით, საჰაერო ძალებმა, ს თავდასხმისას, დაახლოებით, 96 სხვადასხვა „საჰაერო თავდასხმის იარაღი“ გამოავლინა. მათ შორის, საზენიტო რაკეტები, სტრატეგიული ბომბდამშენი, ფრთოსანი რაკეტები, „ისკანდერ-მ“ ტიპის სტრატეგიული რაკეტები და „შაჰედის“ დრონები.
ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 48 წლის მამაკაცი დაიჭრა ს გარეუბანში, ბროვარიში ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევების შედეგად. საგანგებო სიტუაციების სამსახურმა კი მეხანძრეების სურათები გაავრცელა, რომლებიც ადგილზე გაჩენილ ხანძარს ებრძვიან.
ს საჰაერო თავდასხმას წინ უსწრებდა -ის სახხელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომ რუსი ჯარისკაცების გვერდით, ჩრდილოეთ კორეელმა ჯარისკაცებმა ბრძოლა დაიწყეს.
”10,000-ზე მეტი DPRK (ჩრდილოეთ კორეელი) ჯარისკაცი გაგზავნეს აღმოსავლეთ რუსეთში და მათი უმეტესობა გადავიდა ქვეყნის დასავლეთით, კურსკის რეგიონში, სადაც მათ დაიწყეს მონაწილეობა საომარ მოქმედებებში რუსეთის ჯარებთან ერთად”, – განაცხადა ვედანტ პატელმა, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ.
-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი სამშაბათს ესაუბრა თავის უკრაინელ კოლეგას რუსტემ უმეროვს, რათა განეხილათ ბრძოლის ველის დინამიკა. პენტაგონის სპიკერმა, გენერალ-მაირომა პეტ რაიდერმა თქვა – „მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, პრეზიდენტ ბაიდენის ერთგულება, უკრაიინის უსაფრთხოების დახმარების გაზრდის შესახებ.“

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – საქართველოში ორი არაბული ქალაქის აშენებას აპირებენ – არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან, ან ივანიშვილის არაბულ აფიორასთან, დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს არაბებთან დადებული ხელშეკრულება