რუსეთმა კიევზე დრონებით შეტევა დაიწყო

15 ოქტომბრის გვიან ღამით რუსეთმა კიევს შეუტია დრონებით.
ქალაქის ხელისუფლებამ მოსახლეობას მოსთხოვა ბომბსაფრებში დარჩნენ.
ს მერმა, ვიტალი კლიჩკომ Telegram-ით გაავრცელა ცნობა, რომ დრონები მიემართებოდნენ ქალაქის გარეუბან ტროშჩინისკენ. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, სერჰი პოპკომა განაცხადა, რომ იერიშის მოგერიებაში მონაწილეობს ქალაქის საჰაერო თავდაცვა.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
15 ოქტომბერს უკრაინის გენშტაბი იტყობინებოდა, რომ დღის განმავალობაში ფრონტზე 164 საომარი შეტაკება მოხდა. ბრძოლების უმეტესობა გაიმართა პოკროვსკისა და ხარკოვის მიდამოებში.

ასევე დაგაინტერესებთ