რუსეთმა კვლავ დაბომბა ხერსონი, არიან დაშავებულები

16 ნოემბრის საღამოს რუსეთის ჯარებმა კვლავ მიიტანეს იერიში ხერსონზე, რომელიც რუსეთის მთავარ სამიზნეს წარმოადგენს მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიამ გასული წლის 11 ნოემბერს აღადგინა კონტროლი დროებით ოკუპირებულ ქალაქზე.
“ხერსონის ცენტრი მტრის ცეცხლის ქვეშაა. ამჟამად, არსებობს ინფორმაცია სამი დაზარალებულის შესახებ”, – წერს ტელეგრამის არხში ქალაქ ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რომან მროჩკომ.
ეს არის ერთი დღის განმავლობაში ხერსონზე რუსეთის თავდასხმის მეოთხე შემთხვევა.
ხერსონის დეოკუპაციის წლისთავზე, 11 ნოემბერს საღამოს ტრადიციულ მიმართვაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები შესაფერისად უპასუხებენ რუსეთის არმიის იერიშებს ხერსონსა და ხერსონის რეგიონზე. ამ მიზნით არმიის სარდლობასთან 10 ნოემბრის შეხვედრაზე ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის, კონტრ-ბატარეის, ელექტრონული ბრძოლის და დაზვერვის საშუალებების შემდგომი გაძლიერების შესახებ განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გიორგი მიქაძისა და დავით მიქაძის ბრალეულობას, არ არსებობს – საქმე ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მიქაძეებთან მიმართებაში და მითუმეტეს, სხვა პირებთან, ეს არის ისტერია, სხვა სახელს ვერ დავარქმევ

ადვოკატი – სანდრო წივწივაძისგან რომ შეიძინეს იარაღი, რითაც იყო მოკლული ლევან ჯანგველაძე, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება – წარმოდგენილია ვიდეომასალა, რომელიც დაახლოებით, 2021-2022 წლისაა და საერთოდ არ არის კავშირში საქმესთან