რუსეთმა „ისკანდერებით” შეუტია უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქს

რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე. არიან დაჭრილები, მათ შორის ბავშვები.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ მიკოლა ოლეშჩუკის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ს საოკუპაციო ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს ანექსირებული დან შეუტიეს ორი ფრთოსანი რაკეტით „ისკანდერი-კ“. ოლეშჩუკის თანახმად, უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო სარაკეტო ქვედანაყოფებმა ორივე რაკეტა ჩამოაგდეს.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული რაკეტების ნამსხვრევებმა ქალაქ დნიპროს ერთ-ერთ გარეუბანში დააზიანა სახლები და საავადმყოფოს შენობა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე რვა ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

ასევე დაგაინტერესებთ