რუსეთმა იერიში მიიტანა ხარკოვის ოლქზე

რუსეთის სამხედრო ძალებმა გასულ ღამით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის ხარკოვის ოლქზე. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტ ზოლოჩევში დანგრეულია სასტუმროს 3-სართულიანი შენობა.
წინასწარი მონაცემებით, ნანგრევებში იმყოფება სულ მცირე ერთი ადამიანი. კიდევ სამი მაშველებმა გადაარჩინეს. ახლომდებარე შენობებში ხანძარი გაჩნდა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია ჯერჯერობით არაფერს იუწყება იმის შესახებ, თუ რა ტიპის იარაღით განხორციელდა შეტევა.
ს სარაკეტო დარტყმის შედეგად ქალაქ ხარკოვის ცნტრში 3-სართულიანი სასტუმროს შენობა განადგურდა 10 იანვარსაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – “ქართული ოცნება” ცდილობს, დასავლეთს გადააბრალოს არჩევნებში ჩარევა, რომ პოტენციური რუსული ჩარევის საფრთხეები გადაფაროს – მისი მიზანია, არ აღიაროს სადამკვირვებლო მისიების შეფასებები

პრემიერი – ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაფართოებაზე, ასევე, ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც აუცილებელია რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად