რუსეთმა იერიში მიიტანა ოდესასა და ხარკოვზე

რუსეთის არმიამ დრონებით და რაკეტებით მორიგი შეტევა მიიტანა უკრაინის ქალაქებზე, ოდესასა და ხარკოვზე.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა 17 იანვარს, გამთენიისას იყო. დაიჭრა სულ მცირე 3 ადამიანი. ოდესის მერის, გენადი ტრუხანოვის ცნობით, პრიმორსკის რაიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვნად დაზიანებული სახლიდან ევაკუირებულია 130 ადამიანი. დაზიანებულია ახლომდებარე შენობებიც.
უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ოდესის სანაპიროსთან გაანადგურეს რუსეთის საოკუპაციო ძალების 11 დრონი, რომელთა უმრავლესობა ზღვაში ჩავარდა, თუმცა, რამდენიმეს ნამსხვრევებმა ინფრასტრუქტურა დააზიანა ქალაქ ოდესის პრიმორსკის რაიონში.
16 იანვარს, ღამით, რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ ხარკოვზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავდა 17 ადამიანი. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. დაზიანებულია 10-მდე სახლი და საავადმყოფო.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა