რუსეთმა იაპონიის 30 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ტოკიოს მიერ ს წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, 30 იაპონიის მოქალაქეს, მათ შორის იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს ტოშიჰირო კიტამურას, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს.
ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ოფიციალური ტოკიოს მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით დაწესებული ე.წ. სანქციების საპასუხო ზომების ფარგლებში მიღებულია გადაწყვეტილება [იაპონიის 30 მოქალაქისთვის] რუსეთის ფედერაციაში შესვლის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყევის ცნობით, სიაში შედიან ჟურნალისტები და იაპონიის უნივერსიტეტების პროფესორები, ასევე იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი კიტამურა.
შეგახსენებთ, 2022 წლის თებერვალში რუსეთის ში შეჭრის შემდეგ, იაპონიის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ALDE იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა სასამართლოს შენობაში, თუმცა სიყალბეზე დაყრდნობით ცდილობს, აქცენტები გადაიტანოს – ეს მეტყველებს მათ ტრაგიკულ მდგომარეობაზე

თენგიზ შარმანაშვილი BBC-ის მასალაზე – მიხვდნენ, რომ „ნაცებს“ დაუდასტურდებათ ამ ნივთიერების შესყიდვა და ახალი ბოდვა დაიწყეს – რა თქმა უნდა, ვახტანგ გომელაურიც გამოიკითხება და დადგინდება, დახვდა თუ არა მას ეს მარაგები