რუსეთმა თალიბანს შესაძლოა ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნას

ს საგარეო საქმეთა სამინისტრო თალიბანისთვის ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მოხსნას განიხილავს. ამის შესახებ სამთავრობო მედია TACC წერს.
“თალიბანისთვის ტერორისტული ორგანიზაციის მოხსნის საკითხი განიხილება, საბოლოო გადაწყვეტილებას ს ფედერაციის უმაღლესი ხელისუფლება მიიღებს”. – წერს მედია საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა თალიბანი მაისში, ქალაქ ყაზანში დაგეგმილ რუსეთი-ისლამური სამყარო ფორუმზე მიიწვია.
რუსეთმა თალიბანი ტერორისტულ ორგანიზაციად 2003 წელს გამოაცხადა და მისი საქმიანობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აკრძალა.
ტერორისტული ორგანიზაცია ავღანეთის ხელისუფლებაში მეორედ 2021 წელს დაბრუნდა. მას შემდეგ რაც ქვეყანა -ს სამხედრო ძალებმა დატოვეს.