რუსეთმა ზაპოროჟიეში საბავშო კაფე დაბომბა

რუსულმა ძალებმა 20 აგვისტოს ზაპოროჟიეს ოლქში, ქლაქ მალოკატერინოვკაში საბავშვო კაფე დაბომბეს. შედეგად, დაიღუპა ერთი ბავშვი. დაშავებულია კიდევ ხუთი ადამიანი, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანი, იუწყება „უკრაინსკა პრავდა“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.
„მტერმა პირდაპირ საბავშვო კაფეს დაარტყა“, – განაცხადა ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფიოდოროვმა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაშავებულები არიან 11, 14, 15, 17 და 18 წლის პირები. ჭურვის ტიპი ჯერ დადგენილი არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს