რუსეთმა ესტონელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ს საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყებაში განმარტავენ, რომ ს საქმეთა დროებითი რწმუნებული, მარეკ იუჰტეგი დაიბარეს და ესტონელი დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ აცნობეს.
„ესტონეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს მკაცრი პროტესტი გამოეცხადა 13 აგვისტოს ტალინში რუსეთის საელჩოს დიპლომატის პერსონა ნონ გრატად უსაფუძვლოდ გამოცხადებასთან დაკავშირებით. რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, მოსკოვში ესტონეთის საელჩოს თანამშრომელი რუსეთიდან გააძევეს. ესტონურ მხარეს ასევე ეცნობა, რომ ტალინის ნებისმიერი მტრული ქმედება უპასუხოდ არ დარჩება“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე – არაკეთილმოსურნეების და ადგილობრივი აგენტურის ანტისახელმწიფოებრივი კამპანია მთლიანად სიცრუეზეა აგებული

პრემიერი – „იგლ ჰილსის“ პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას – მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ხელშეკრულების ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით