რუსეთმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ძებნილად გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 თებერვალს დაუკონკრეტებელი ბრალდებებით ძებნილთა თავის სიაში შეიყვანა ს პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი, ლატვიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მარია გოლუბევა და ლატვიის 59 კანონმდებელი.
კაია კალასი პირველი სახელმწიფო მეთაურია, რომელიც ძებნილთა სიაში შეიყვანეს. ს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ევროპელი პოლიტიკოსები, როგორც წესი, ძებნილთა სიაში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდ ბასტრიკინის საჯარო მითითების შემდეგ ხვდებოდნენ, წერს გამოცემა „მედიაზონა“. კალასთან დაკავშირებით საჯაროდ არ გავრცელებულა ინფორმაცია.
2022 წლის აგვისტოში კალასი საბჭოთა ტანკის ნარვადან გადატანას მიემხრო. „ხელისუფლების განზრახვა ძალიან მკაფიო იყო: აეღო საბჭოთა ძეგლები. მშვიდობის შესანარჩუნებლად ეს უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება მალე. ჩვენი სურვილია ეს საკითხი სრულად გადაწყდეს“, – განაცხადა მან.
2022 წლის დეკემბერში ბასტრიკინმა ბრძანა გამოეკვლიათ ესტონეთის ხელისუფლების მიერ დემონტაჟისთვის შედგენილი საბჭოთა ძეგლების სია. კალასის გარდა, ჟურნალისტებმა მონაცემთა ბაზაში ესტონეთის სახელმწიფო მდივანი ტაიმარ პეტერკოპიც აღმოაჩინეს.
ძებნილთა სიაშია 83 პოლიტიკოსი და ოფიციალური პირია ლატვიიდან. 2022 წლის მაისში, ქვეყნის სეიმმა მხარი დაუჭირა მემორიალების შენარჩუნებაზე ხელშეკრულებიდან გასვლას. ამან შესაძლებელი გახადა საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი ლატვიაში, მათ შორის საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლი რიგის გამარჯვების პარკში. გადაწყვეტილებას 68 დეპუტატი მიემხრო – მათგან 59 რუსეთის ძებნილთა სიაში მოხვდა. გარდა ამისა, იძებნებოდა რიგის 15 მუნიციპალური დეპუტატი, რომლებმაც საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლების ნგრევას დაუჭირეს მხარი.
“მედიაზონის” თანახმად, იმავე მიზეზით ბაზაში აღმოჩნდა 29 ლიეტუველი პოლიტიკოსი, მათ შორის კლაიპედის მერი. ქალაქში 2022 წელს საბჭოთა ჯარისკაცის ძეგლი აიღეს. სიაშია სამი პოლონელი პოლიტიკოსი, 43 უკრაინელი პოლიტიკოსი, რომლებმაც ში ომის დაწყების შემდეგ რუსი საზოგადო მოღვაწეებისა და საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლების აღების საკითხი გააქტიურეს.
“მედიაზონის” თანახმად სიაში სულ 96 ათასი ჩანაწერია.

ასევე დაგაინტერესებთ