რუსეთმა ესტონეთის პრემიერმინისტრზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ს პრემიერმინისტრი კაია კალასი სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით ძებნილთა სიაში შეიყვანა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია -ს ძებნილთა ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“კალასი კაია. იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით”. – წერია მონაცემთა ბაზაში, რომელშიც მითითებული არ არის, კონკრეტულად რა მუხლის საფუძველზე გამოცხადდა ესტონეთის პრემიერზე ძებნა.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა ესტონეთის სახელმწიფო მდივანი, ტაიმარ პეტერკოპიც.