რუსეთმა ესტონეთის პრემიერი და ბალტიისპირეთის ბევრი ოფიციალური პირი ძებნილთა სიაში შეიყვანა

მოსკოვმა ს პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ს ძებნილთა სიაში შეიყვანა. ეს პირველი უცხოელი ლიდერია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ასეთ ოფიციალურ სიაში მოხვდა. მას ბრალად “საბჭოთა ჯარისკაცების მონუმენტების განადგურება” ედება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ამ სიაში კაია კალასის, ასევე ესტონეთის სახელმწიფო მდივნის, ტაიმარ პეტერკოფის, ლიეტუვის კულტურის მინისტრ სიმონას კაირისის და ლატვიის წინა მოწვევის პარლამენტის 100 წევრიდან 60 პარლამენტარის ამ სიაში ყოფნას, თუმცა არ აკონკრეტებს, როდის გახდნენ ისინი მოსკოვის მიერ ძებნილები.
კრემლის პრეს-სპიკერი ამბობს, რომ კაია კალასი ამ სიაში “ისტორიული მეხსიერების შეურაცხყოფისთვის” მოხვდა.
“კრემლი ახლა იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი ჩემი და სხვების გასაჩუმებლად გამოდგება, მაგრამ ეს ასე არაა”, – დაწერა კაია კალასმა პლატფორმა “X”-ზე. “მე განვაგრძობ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას. კვლავ ვიდგები უკრაინის თავდაცვის მხარდამჭერად”, – თქვა მან.
ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ს მთავარ მხარდამჭერთა შორის არიან. ქვეყნებში საბჭოთა ეპოქის არაერთი მონუმენტის დემონტაჟი მოხდა. ბალტიისპირეთის ქვეყნების ოკუპაცია საბჭოთა კავშირმა 1940-იან წლებში მოახდინა და ისინი 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე საბჭოთა კავშირის მმართველობაში იყვნენ. სამივე ეს ქვეყანა ახლა ევროკავშირისა და ნატოს წევრია და უკრაინას რუსეთის აგრესიასთან გამკლავებაში ეხმარება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს 9 მაისი – ევროპის დღის და ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს

ირაკლი ფავლენიშვილი – ორგანიზაცია, „ქართული ოცნება“, დგას ნარატივზე, რომ დასავლეთი მთავარი ამრევია და ჰგონიათ, ასეთი განცხადებების ფონზე მათი დასავლეთისგან იზოლირება არ მოხდება – შედეგი სამწუხარო იქნება