რუსეთმა ერთ კვირის განმავლობაში უკრაინაზე 1800 დრონით და 83 რაკეტით მიიტანა იერიში

უკრაინის პრეზიდენტმა, მ თავის ბოლო მიმართვაში ისაუბრა ს მიერ უკრაინის ტერიტორიაზე უკანასკნელი კვირის განმავლობაში განხორციელებულ მასშტაბურ იერიშზე.
მისი თქმით, ამ დროის განმავლობაში ს არმიამ გამოიყენა 1800-ზე მეტი დრონი, 1200-ზე მეტი მართვადი ბომბი და სხვადასხვა ტიპის 83 რაკეტა.
„რუსეთი აძლიერებს ტერორს ჩვენი ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ, ცდილობს სულ უფრო მეტად დააშინოს ხალხი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
თავდასხმების ინტენსივობის მიუხედავად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მაღალეფექტიანობა აჩვენეს. ზელენსკიმ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა გადამტაცი დრონების წარმატებულ მოქმედებას, რის დახმარებითაც მხოლოდ ამ კვირაში ჩამოაგდეს ასობით რუსული დრონი.

როგორც ზელენსკიმ თქვა, თვითმკვლელი დრონების გამოყენება
ერთ-ერთი იარაღია, რომლითაც რუსეთი ომის გახანგრძლივებას ცდილობს.
მისი აზრით, ამ საფრთხის ნეიტრალიზება აუცილებელი პირობაა შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების დიპლომატიური ძალისხმევის გასაძლიერებლად.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს, მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე – მოვითხოვთ მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას

ლაშა ფარულავა ლილუაშვილზე – რასაც ბრალად ვუყენებდით „ოცნებას“, თავად დაადასტურეს და ეს სრულიად საკმარისია, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს – ივანიშვილს თუ გვერდით მიუსვამენ ან გამოიკითხავენ, შეიძლება ვირწმუნოთ, რომ კორუფციას ებრძვიან