რუსეთმა ელტონ ჯონის ფონდიც „არასასურველ“ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ხელისუფლებამ „არასასურველად“ გამოაცხადა მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსის, ელტონ ჯონის ფონდი(Elton John AIDS Foundation). მუსიკოსის მიერ -სა და დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანია შიდსთან ბრძოლა და დისკრიმინაციის დაძლევა.
რუსეთის გენერალური პროკურატურის საიტზე დღეს, 3 აპრილს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფონდის საქმიანობა „არასასურველია“, რადგან დიდწილად კონცენტრირებულია „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდაზე, ოჯახის დასავლურ მოდელებზე, სქესის შეცვლაზე“.
რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებითვე, უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ ფონდი მონაწილეობს „რუსეთის გასაშავებლად დასავლეთის საინფორმაციო კამპანიებში“.
ელტონ ჯონის მიერ 1990-იანი წლების დასაწყისში დაფუძნებული ფონდი მსოფლიოში შიდსთან მებრძოლი ერთ-ერთი უმსხვილესი საქველმოქმედო ორგანიზაციაა.
პუტინის ხელისუფლების მიერ „არასასურველად“ მიჩნეულ ორგანიზაციებს რუსეთში საქმიანობა აკრძალული აქვთ. დარღვევა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს.
რუსეთმა უკვე აკრძალა 200-ზე მეტი უცხოური ორგანიზაციის საქმიანობა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?