რუსეთმა დრონებით შეუტია უკრაინის 4 რეგიონს

დღეს, 8 თებერვალს, ს სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით ზე მიიტანეს მორიგი შეტევა, რომელიც ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. დრონებით იერიში იყო ოდესის, ნიკოლაევის, ვინიცისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე.
ქალაქ ნიკოლაევის მერის, ოლექსანდრ სენკევიჩის ინფორმაციით, დაზიანებულია 20-ზე მეტი სახლი, საოფისე შენობები და კერძო საწარმო. მსხვერპლი არ არის. საცხოვრებელი კორპუსი და სასწავლო დაწესებულება დაზიანდა ოდესაში.
ვინიცის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, მოგერიებული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ხანძარი გაჩნდა ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ ობიექტზე. რომელზე, დაკონკრეტებული არ არის. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არცერთი რეგიონიდან არ გავრცელებულა.
უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა დან განახორციელეს. საჰაერო ძალების თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა 17-დან 11 დრონი გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ