რუსეთმა დრონებით იერიში მიიტანა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, ორი ადამიანი დაიღუპა

რუსეთმა გააგრძელა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავისი იერიშები და 20 ივლისს თავს დაესხა ობიექტებს მთელ ში.
ხარკოვის რეგიონის გუბერნატორმა, ოლეგ სინიეჰუბოვმა განაცხადა, რომ ისკანდერის ტიპის რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად ორი პირი დაიღუპა და სამი დაშავდა
უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების თანახმად, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო 17 დრონიდან 13 უკრაინის ხუთ ოლქში. სუმის და ჩერნიგოვის ოლქებიდან იტყობინებიან, რომ ს „შაჰედის“, ტიპის დრონებმა დააზიანეს ენერგეტიკული ობიექტები ჩრდილოეთის რეგიონებში.
უკრენერგოს თანახმად, თავდასხმა იყო ასევე პოლტავის ოლქში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტზე.
სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის ცნობით, დარტყმების შედეგად დროებით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ პოლტავისა და ჩერნიგოვის ოლქების საწარმოებსა და კერძო მომხმარებლებს.

ასევე დაგაინტერესებთ