რუსეთმა დროებით დახურა რამდენიმე აეროპორტი

დღეს, 27 დეკემბერს, დილით რუსეთში მუშაობა შეაჩერა რამდენიმე აეროპორტმა. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ, „როსავიაციამ“, გადაწყვეტილება ზოგადი მიზეზით, „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფით“ ახსნა.
როგორც წესი, აეროპორტების მუშაობას აჩერებს უკრაინის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის ან შეტევის საფრთხის დროს.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, დილიდან თვითმფრინავების მიღება და გამგზავრება დროებით შეწყვიტეს ვოლგოგრადის, ასტრახანის, სოჭისა და ყაზანის აეროპორტებმა.
26 დეკემბერს დროებით დაკეტილი იყო მოსკოვის შერემეტიევოს, დომოდედოვოს, ვნუკოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)