რუსეთმა დნიპროზე საჰაერო იერიში მიიტანა

13 თებერვალს, რაკეტებითა და დრონებით თავს დაესხა უკრაინის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ დნიპროს. ს ცნობით, მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ იერიშმა იქ მდებარე ელექტროსადგურის დაზიანება გამოიწვია. ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა დაეხურა სკოლები და საავადმყოფოს ევაკუაცია გამოეცხადებინა.
დნიპროში მილიონამდე უკრაინელი ცხოვრობს. უკრაინის საჰაერო თავდაცვა სოციალურ ქსელ “ტელეგრამზე” იუწყებოდა, რომ ქალაქს დრონების ოთხი ჯგუფი სამი მიმართულებიდან უტევდა: სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. 23 დრონიდან მათ 16-ის ჩამოგდება შეძლეს.
რეგიონის გუბერნატორის სერჰი ლუსაკის ცნობით, დაზიანდა ენერგოინფრასტრუქტურა. თუმცა, ამასთან დაკავშირებით მას დამატებითი დეტალები არ გაუმჟღავნებია.
დნიპროს ელექტროსადგურის დაზიანების გამო, დენის მიწოდება ბევრ შენობას შეუწყდა. ადგილობრივი წყალმომარაგების კომპანია “ტელეგრამზე” წერს, რომ დნიპროში ელექტროენერგიის შეწყვეტამ მოსახლეობისთვის წყლის მიწოდებაც შეაფერხა.
საინფორმაციო სააგენტო “როიტერს”, რომლის მასალასაც ეს სტატია ეყრდნობა, ამ ცნობების ადგილზე გადამოწმების საშუალება არ ჰქონია. ბოლო თვეებში რუსეთმა და მ გაახშირეს საჰაერო იერიშები, რომელთა სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურა, სამხედრო და სატრანსპორტო ობიექტებია.