რუსეთმა დნეპრი დაბომბა, იერიშის შედეგად 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დაზიანდა.
ამ დროისთვის დაღუპულია 1 ადამიანი, არის 10-მდე დაშავებული, მათ შორის ერთი 7 თვის ბავშვი. გარდა ამისა, მაშველები იერიშის ადგილზე 2 ადამიანს ეძებენ.
“მაშველები ნანგრევებს ასუფთავებენ. ადამიანები ბინებიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან კაცი ამოიყვანეს. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა. დაშავებულებზე სამედიცინო პერსონალი ზრუნავს”. – ამბობს უკრაინის შსს მინისტრი იგორ კლიმენკო.