რუსეთმა დნეპრს შეუტია, არის მსხვერპლი

25-26 ივლისს, ღამით რუსებმა უკრაინის ქალაქ დნეპრს (უკრაინულად დნიპრო) შეუტიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ეს უმძიმესი ღამე იყო. ოლქზე განხორციელდა მასშტაბური ერთობლივი შეტევა”, — განაცხადა ლისაკმა.
„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 7 რაკეტა და 26 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, თუმცა რამდენიმე მათგანი მიზანში მოხვდა.
„დნეპრში“,– თქვა ლისაკმა, – „ერთი მამაკაცი დაიღუპა, ერთი ქალი დაშავდა. მაღალსართულიანი შენობა დაინგრა, დაზიანდა საწარმოო ობიექტი, გაჩნდა ხანძარი, მათ შორის მანქანების პარკინგზე. გაჩნდა ხანძარი კომერციულ დაწესებულებებზეც და კირქვის საშრობ ტერიტორიებზე”.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს