რუსეთმა დნეპრს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა – არიან დაღუპულები და დაშავებულები, დაზიანებულია მატარებელი, სკოლები და საბავშვო ბაღები

რუსეთმა დღეს უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და „უკრზალიზნიცის“ მატარებელი დაზიანდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მტრის თავდასხმის გამო დნეპრში ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. კერძოდ, საერთო საცხოვრებელი, სპორტული დარბაზი, ადმინისტრაციული შენობა. დაზიანდა მატარებელი“, – აღნიშნა ლისაკმა.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დნეპრში, ს თავდასხმის შედეგად, დაზიანდა სკოლები და საბავშვო ბაღები.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – ვერ ვიტყოდი, რომ დავითაშვილი დაქვეითებულია, მინისტრთა კაბინეტიდან ფიზიკური გასვლა არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე რეგალია, ან ცოდნა მოაკლდა – მდივანი ეკონომიკურ საბჭოში საკმაოდ მაღალი რეგალიაა