რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დრონებით შეუტია, რასაც ნგრევა და ხანძარი მოჰყვა

17 აგვისტოს ღამეს, ს ჯარებმა დრონებითა და „გრადის“ ტიპის რაკეტებით დაბომბეს დნეპროპეტროვსკის ოლქის დასახლებული ადგილები. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. გაჩნდა ხანძარი.
ინფორმაციას და ფოტოებს ტელეგრამზე დნეპროპეტროვსკის ოლქის საბჭოს ხელმძღვანელინიკოლაი ლუკაში ავრცელებს.
რაიონული ცენტრი, ასევე პოკროვსკაიას, მიროვსკაიას და მარგანეცკაიას თემები ცეცხლის ქვეშ მოექცა. სროლის შედეგად ხანძარი გაჩნდა და ავტომობილები დაზიანდა.
თავდასხმის ობიექტი გახდა ასევე პოკროვსკის, მიროვსკის და მარგანეცის თემები. დაბომბვების შედეგად იქაც გაჩნდა ხანძრები და დაზიანდა ავტომობილები.
დაბომბეს სინელნიკოვსკის რაიონიც. იქ რუსულმა დრონებმა მეჟევსკაიასა და პოკროვსკაიას თემებს შეუტიეს. შედეგად, დაზიანდა სახლები, ავტოფარეხი და ინფრასტრუქტურული ობიექტები.
თავის მხრივ, რუსული სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს ცნობებს, რომ გასულ ღამეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის რეგიონების თავზე 46 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათ შორის, ნაწეილი ბელგოროდის, ნიჟნი ნოვგოროდის, ვორონეჟის ოლქების ტერიტორიაზემ ნაწილიც – ბრიანკის, სმოლენსკის, ორიოლის, კურსკისა და კალუგის ოლქებში.

ასევე დაგაინტერესებთ

გორის საკრებულოს თავმჯდომარე – კაცი, რომელმაც ინტერვიუ აიღო, აღმოჩნდა სააკაშვილის „ადვოკატი“ – თუ თანაგუნდელები გვერდში დამიდგებიან, ვუჩივლებ – ნაძირალა, არ ვიცი წარმოადგენდა თუ არა The New York Times-ს, ეჭვი მეპარება, მოგზავნილი იყო