რუსეთმა დიდი სამამულო ომის ვეტერანებს, $972 გამოუყო, რაც დსთ-ს ქვეყნებს შორის ყველაზე მცირეა

დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვეტერანებს 80 ათას რუბლს გადაუხდის (დაახლოებით $972) – ეს 10,5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე უზბეკეთსა და ყაზახეთში.
„მოსკოვი თაიმსის“ გათვლით, მოლდოვაში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები რუსეთზე ორჯერ მეტს მიიღებენ, ხოლო ბელარუსში – 1,5-ჯერ მეტს. რუსეთის რეგიონებში ასევე გაიცემა ერთჯერადი თანხები 10 000-დან 2 მილიონ რუბლამდე.
უზბეკეთი 9 მაისამდე ომის ყველა მონაწილეს 10 000 დოლარს (846 ათას რუბლს) გადაუხდის; რესპუბლიკაში 112 ფრონტის ხაზის ჯარისკაცი ცხოვრობს. ყაზახეთი გადაიხდის 5 მილიონ ტენგეს (841.6 ათასი რუბლი); ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის 120 ვეტერანი დარჩა. ბელორუსში ომის მონაწილეები 5 ათას ბელორუსულ რუბლს (135 ათას რუბლს) მიიღებენ, იქ 875 ვეტერანი დარჩა. მოლდოვა გადარიცხავს – 30 ათას ლეის (140.7 ათასი რუბლი); რესპუბლიკაში 25 ვეტერანი ცხოვრობს.
ყირგიზეთმა გამოაცხადა 936 ათასი რუბლის ექვივალენტური გადახდები, ტაჯიკეთმა – 197 ათასი რუბლი. აზერბაიჯანი თითოეულ ვეტერანს დაახლოებით 120 ათას რუბლს გადაუხდის.