რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რუსეთისა და ჩინეთის დელეგაციებმა თანამშრომლობის შესახებ 22 დოკუმენტს მოაწერეს ხელი, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გაფორმებულ დოკუმენტებს შორისაა: მემორანდუმი ატომური ენერგიის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომსა“ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ატომური ენერგიის სააგენტოს შორის ატომური ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების სფეროში
სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების შესახებ; ურთიერთგაგების მემორანდუმი სახელმწიფო კოსმოსურ კორპორაცია „როსკოსმოსსა“ და ჩინეთის ეროვნულ კოსმოსურ ადმინისტრაციას შორის; შეთანხმება სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ „გაზპრომსა“ და ჩინეთის ეროვნულ ნავთობკორპორაციას შორის; შეთანხმება ინოვაციური განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ „რუსეთის სბერბანკსა“ და ცინჰუას უნივერსიტეტს შორის და სხვა.
ასევე ხელი მოეწერა სხვა დოკუმენტებს, რომლებიც ეხება ეხება მედიის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ტერიტორიული განვითარებისა და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სფეროებს.
