რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში ჰორმუზის გახსნის რეზოლუციას ვეტო დაადეს

რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტო დაადეს რეზოლუციას, რომელიც მიზნად ჰორმუზის სრუტის გახსნას ისახავდა და რომლის ტექსტიც არაერთხელ იყო შესუსტებული იმ იმედით, რომ ეს ორი ქვეყანა ხმის მიცემის დროს თავს შეიკავებდა.
ბაჰრეინის მიერ წარდგენილი რეზოლუციის თავდაპირველი პროექტში ნათქვამი იყო, რომ ქვეყნებს ჰორზმუსის სრუტეში გადაადგილების აღდგენის უზრუნველსაყოფად “ყველა საჭირო საშუალების” გამოყენების უფლება ეძლეოდათ, რაც სამხედრო ძალასაც მოიცავს.
მას შემდეგ, რაც განხილვის დროს საბჭოს მუდმივმა წევრებმა, რუსეთმა, ჩინეთმა და საფრანგეთმა ძალის გამოყენების შესაძლებლობების დამტკიცებაზე წინააღმდეგობა გამოთქვეს, რეზოლუცია გადამუშავდა. საბოლოოდ რეზოლუცია ქვეყნებს მხოლოდ “ყველა აუცილებელი თავდაცვითი საშუალების” გამოყენებას უფლებას მისცემდა.