რუსეთმა და უკრაინამ 84-84 ტყვე გაცვალეს

სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობის საკითხების უკრაინული საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, სამხედრო ტყვეების გაცვლის შედეგად ხუთშაბათს უკრაინაში დაბრუნდა 33 სამხედრო და 51 სამოქალაქო პირი.
„დღევანდელი გაცვლის თავისებურება არის ის, რომ მოხერხდა უკრაინის იმ სამოქალაქო პირებისა და სამხედროების განთავისუფლება, რომლებიც ჯერ კიდევ სრულმასშტაბიან შეჭრამდე იყვნენ დაკავებული დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მისჯილი ჰქონდათ ხანგრძლივი პატიმრობა – 10-დან 18 წლამდე. ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა ტყვეობაში გაატარა 4013 დღე – ის ჯერ კიდევ 2014 წელს იყო მონად ქცეული დონეცკის ოლქში,“ იტყობინება სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბი.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დაბრუნებულთაგან თითქმის ყველას ესაჭიროება „სამედიცინო დახმარება, მნიშვნელოვანი რეაბილიტაცია“.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა ადრე, ხუთშაბათს ტყვეების გაცვლის ფარგლებში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიიდან დაიბრუნა 84 სამხედრო მოსამსახურე და უკრაინას გადასცა უკრაინის შეიარაღებული ძალების 84 სამხედრო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე ნიკოლოზი – შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ – წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები